APPLE

Apple-მა სამი ახალი სმარტფონი წარადგინა - მათი ტექნიკური მახასიათებლები

iPhone XR
ფოტო: CNET

Apple-მა სამი ახალი სმარტფონი iPhone XS და iPhone XS Max და iPhone XR წარადგინა. iPhone XS-ი 2017 წელს გამოსული iPhone X-ის გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს და ის წინა წელს არსებული მოდელის მსგავსად $999 ღირს, iPhone XS Max კი რეალურად iPhone X-ის დიზაინზე დაფუძნებული უფრო დიდი ზომის სმარტფონია, რომლის ღირებულებაც $1099-დან იწყება. ეს Apple-ის მიერ გამოშვებული ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონია. მეტიც, iPhone XS Max-ის საწყისი მოდელი ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სმარტფონის საწყის მოდელთან შედარებით უფრო ძვირია. 

ძვირადღირებულ ფლაგმანებთან ერთად, Apple-მა წარადგინა შედარებით ბიუჯეტური მოდელიც iPhone XR-ი. მისი ღირებულება $749-დან იწყება. ახალი სმარტფონი ასევე iPhone X-ის ძირითადი დიზაინის მატარებელია, თუმცა მისგან განსხვავებით, არ აქვს ორმაგი შუშის კორპუსი, რაც ბოლო რამდენიმე წელია პრემიალური მოდელების ერთერთი ძირითადი მახასიათებელია. ამასთანავე iPhone XR-ს ფლაგმანებისგან განსხვავებით არ აქვს OLED ეკრანი, ის შედარებით ტრადიციული LCD ეკრანით არის აღჭურვილი. ერთერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც სხვა მოდელები მასთან შედარებით ძვირია, არის OLED ეკრანები, რომელთაც Apple ამ ტიპის ეკრანების მთავარი მწარმოებლისგან Samsung-ისგან ყიდულობს. 

ტექნიკური მახასიათებლები

iPhone XS

  • ეკრანის ზომა - 5.8 ინჩი OLED ეკრანი, პიქსელების სიმჭიდროვე ყოველ ინჩზე 458 ppi;
  • კამერა - 12 მეგაპიქსელიანი ორმაგი კამერა, 7 მეგაპიქსელიანი სელფის კამერა;
  • ჩიპი - A12 ბიონიკური ჩიპსეტი, წინა თაობის მოდელთან შედარებით 30%-ით უფრო მძლავრი პროცესორი;
  • მეხსიერების ზომა: 64 გბ, 128 გბ და 512 გბ;
  • წყალგაუმტარია 2 მეტრის სიღრმემდე, მაქსიმალური ხანგრძლივობა 30 წუთი;
  • ორმაგი სიმ ბარათის სლოტი;
  • ბატარეა - 30 წუთით უფრო ხანგრძლივია, ვიდრე iPhone X;
  • ოპერაციული სისტემა - iOS 12.

iPhone XS Max

  • ეკრანის ზომა - 6.5 ინჩი OLED ეკრანი, პიქსელების სიმჭიდროვე ყოველ ინჩზე 458 ppi;
  • კამერა - 12 მეგაპიქსელიანი ორმაგი კამერა, 7 მეგაპიქსელიანი სელფის კამერა;
  • ჩიპი - A12 ბიონიკური ჩიპსეტი, წინა თაობის მოდელთან შედარებით 30%-ით უფრო მძლავრი პროცესორი;
  • მეხსიერების ზომა: 64 გბ, 128 გბ და 512 გბ;
  • წყალგაუმტარია 2 მეტრის სიღრმემდე, მაქსიმალური ხანგრძლივობა 30 წუთი;
  • ორმაგი სიმ ბარათის სლოტი;
  • ბატარეა - 1.5 საათით უფრო ხანგრძლივია, ვიდრე iPhone X;
  • ოპერაციული სისტემა - IOS 12.

iPhone XR

  • ეკრანის ზომა - 6.1 ინჩი LCD ეკრანი, პიქსელების სიმჭიდროვე ყოველ ინჩზე 326 ppi;
  • კამერა - 12 მეგაპიქსელიანი ორმაგი კამერა, 7 მეგაპიქსელიანი სელფის კამერა;
  • ჩიპი - A12 ბიონიკური ჩიპსეტი, წინა თაობის მოდელთან შედარებით 30%-ით უფრო მძლავრი პროცესორი;
  • მეხსიერების ზომა: 64 გბ, 128 გბ და 512 გბ;
  • ორმაგი სიმ ბარათის სლოტი;
  • ოპერაციული სისტემა - IOS 12.

იცვლება წინა თაობის iPhone-ების ფასები

iPhone 7 $449 ეღირება, ხოლო iPhone 8 $599.

 

კომენტარები