საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ურეკში მაშველებმა სომხეთის 4 მოქალაქე გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ურეკში მაშველებმა სომხეთის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს.

​ისინი სანაპიროდან ზღვაში 80-90 მეტრის დაშორებით იყვნენ შესულები და დახმარებას ითხოვდნენ.

უწყების ცნობით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები