ავიაცია

მსოფლიოს 10 ყველაზე დატვირთული აეროპორტი

wikimedia

აეროპორტების საერთაშორისო გაერთიანებამ (ACI) გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტების რეიტინგი. 2017 წლის განმავლობაში 103.9 მილიონი მგზავრის მომსახურებისთვის მსოფლიოს ყველაზე დატვირთულ აეროპორტად ატლანტას ჰართსფილდის აეროპორტი დასახელდა. მგზავრთა აღნიშნული რაოდენობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა ნაკადს 32-ჯერ აღემატება. ჰართსფილდის აეროპორტი უკვე 20 წელია მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტია. რეიტინგში მეორე ადგილზე პეკინის ცენტრალური აეროპორტია.

10) პარიზის შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტი - 69 მილიონი მგზავრი


ფოტო: Reuters
9) შანგჰაის პუდონგის საერთაშორისო აეროპორტი - 70 მილიონი მგზავრი


ფოტო: Reuters
ათეულში სამი ჩინური აეროპორტი მოხვდა. შანგჰაის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების რაოდენობა გასულ წელს 6%-ით გაიზარდა.

8) ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტი - 72 მილიონი მგზავრი

2016 წელთან შედარებით, ჰონგ-კონგის აეროპორტის მგზავრთა რაოდენობა 3%-ით გაიზარდა.

7) ლონდონის ჰითროუს აეროპორტი - 78 მილიონი მგზავრი

ჰითროუს აეროპორტში 2017 წელს მგზავრთა რაოდენობა 3%-ით გაიზარდა.

6) ჩიკაგოს ო'ჰარას აეროპორტი - 80 მილიონი მგზავრი


ფოტო: CNN

5) ლოს-ანჯელესის აეროპორტი - 84.5 მილიონი მგზვარი


ფოტო: LA Times

4) ტოკიოს ჰანედას საერთაშორისო აეროპორტი - 85.5 მილიონი მგზავრი


ფოტო: Reuters

ტოკიოს აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა გასულ წელს 6.5%-ით გაიზარდა, რითიც მან მეხუთედან მეოთხე ადგილზე გადმოინაცვლა

3) დუბაის საერთაშორისო აეროპორტი - 88 მილიონი მგზავრი

დუბაის საერთაშორისო აეროპორტი 2016 წელს 83 მლნ მგზავრს მოემსახურა
ფოტო: AP
სპარსეთის ყურის ქვეყნების ავიაკომპანიების: Emirates, Qatar და Etihad საერთაშორისო ბაზარზე განსაკუთრებული გააქტიურების და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ახალ გლობალურ კომერციულ ცენტრად ჩამოყალიბების გამო ამ ქვეყანაში მგზავრთნაკადი მაღალი ტემპებით იზრდება. გასულ წელს დუბაის აეროპორტის მგზავრთნაკადი 5.5%-ით გაიზარდა.

2) პეკინის საერთაშორისო აეროპორტი - 95.7 მილიონი მგზავრი


ფოტო: fosterandpartners.com

1) ატლანტას, ჰართსფილდის აეროპორტი - 103.9 მილიონი მგზავრი

ატლანტას საერთაშორისო აეროპორტი
ფოტო: AP

რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ის 2017 წელს 3.16 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 2016 წელთან შედარებით 40%-ით მეტია.


ფოტო: CBW

რაც შეეხება იმ აეროპორტებს, რომელთაც ქართველი მგზავრები უფრო ხშირად იყენებენ, მათი რეიტინგი ასეთია: ათათურქის აეროპორტი - 64 მილიონი მგზავრი, მსოფლიოში 15-ე ადგილი, ფრანქფურტის აეროპორტი - 64.5 მილიონი მგზავრი, მსოფლიოში 14-ე ადგილი, ამსტერდამის აეროპორტი - 68.5 მილიონი მგზავრი, მსოფლიოში 11-ე ადგილი.

კომენტარები