არჩევნები 2018

ბაქრაძე ზურაბიშვილზე: ეგზოტიკისთვის მეტროში ჩასვლა ხალხის შეურაცხყოფაა

მეტროში ჩასვლა ეგზოტიკა კი არ არის, არჩევნების წინ თავგადასავალი კი არ არის, მეტროში ჩახვიდე და დაანახო, რომ „მეტროში ჩავედი“. ეგზოტიკისთვის, თავგადასავლისთვის და ხმის მიღებისთვის მეტროში ჩასვლა გვერდში დგომა კი არა, შეურაცხყოფაა იმ ასეულობით ათასი ადამიანის, რომელიც ყოველდღე მეტროთი დადის, რომელიც ყოველდღე ბაზრობაზე დგას, რომელიც უმუშევარია და შვილებს რა აჭამოს, ის არ იცის. არჩევნების წინ მოგონილი თანაგრძნობა - ეს გავიარეთ, ვიცით, რას ნიშნავს, როცა უცებ, არჩევნების წინ ახსენდებათ ხალხი. 

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩეველთან შეხვედრისას "მეტროში ჩასვლაზე" დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, მაგალითზე ისაუბრა.

კომენტარები