ოჯახში ძალადობა

ცოლის ქამრით და მუშტით ცემაში ბრალდებულს 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

www.cbc.ca

პროკურატურის ინფორმაციით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ჩ.ა. ბრალდება მას მეუღლის ქამრით და მუშტით ცემაში ადანაშაულებდა. ჩ.ა-ს 6 თვიანი პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა 2018 წლის 1 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, თ.ა-ს ზურგზე ტყავის ქამარი და მუშტი რამდენჯერმე დაარტყა. ის რამდენიმე საათში დააკავეს. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მსჯავრდებული მეუღლეზე ბოლო ორი წლის განმავლობაში ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა. 

დაკავებულს ბრალდება ოჯახში ძალადობის მუხლის პირველი ნაწილით ედავებოდა.

 

კომენტარები