დემი ლოვატო

სელენა გომესი: მე მიყვარს დემი ლოვატო, მას 7 წლიდან ვიცნობ

Hollywood Reporter

ამერიკელი მომღერალი, დემი ლოვატო 25 ივლისს ჰეროინის ზედოზირების შედაგად საავადმყოფოში მოხვდა. 12-დღიანი მკურნალობის შემდეგ, 7 აგვისტოს ის საავადმყოფოდან გაწერეს და მკურნალობას რეაბილიტაციის ცენტრში აგრძელებს.

სელენა გომესი, რომელიც დემი ლოვატოს მეგობარია, ამ ფაქტს პირველად ELLE-თან ინტერიუში გამოეხმაურა.

"მე ეს ყველაფერი პირადად განვიცადე და საჯაროდ ამაზე არ ვსაუბრობდი. უბრალოდ არ მინდოდა. მე მიყვარს დემი ლოვატო. მას 7 წლიდან ვიცნობ. სულ ეს არის რაც მინდოდა რომ მეთქვა", - თქვა სელენა გომესმა.

25 წლის დემი ლოვატო​ წლების განმავლობაში ნარკოდამოკიდებულებისგან მკურნალობდა. მომღერლის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კვებითი დარღვევების პრობლემები წლებია განხილვის საგანია. 2017 წელს მან თქვა, რომ სიფხიზლის 6 წელი აღნიშნა. თუმცა 2018 წლის ივნისში მან სიმღერა Sober გამოუშვა, სადაც ის ამბობს, რომ სასმელს კვლავ იღებს, რისთვისაც დედ-მამას და ფანებს ბოდიშს უხდის.

კომენტარები