ხორავას ქუჩის საქმე

სარალიძე: მაქსიმალურად ცდილობენ, ჩემი შვილის მკვლელებს ხელი დააფარონ

ფაქტია, ძალიან ბევრი რამე გამოვლინდა ამ კომისიაზე - ვინ რა დარღვევა ჩაიდინა გამოძიების მსვლელობის დროს, ვინ არის პასუხისგებაში მისაცემი. ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა პროკურატურამ თავიდანვე, მაგრამ შეგნებულად, მიზანმიმართულად გააყალბა ყველაფერი.

არანაირ ეჭვებზე აღარ არის საუბარი, აქ არის პირდაპირ მიმართული იმაზე, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, ჩემი შვილის მკვლელებს ხელი დააფარონ და არამარტო მკვლელებს, არამედ, ვინც კი ჩაიდინა დანაშაული ამ საქმის მსვლელობისას, უნდათ, "გააპრავონ" ის გამომძიებლები, ის პროკურორები, გენპროკურორი და ა.შ.

ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმის წინააღმდეგ, რომ შერჩევითი სამართალი ერთხელ და სამუდამოდ დასამარდეს ჩვენს ქვეყანაში. ვიღაც პროკურორის შვილები და ნათესავები, გენპროკურორის ჩართულობით, ჩვენ შვილებს არ უნდა გვიკლავდნენ 

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე.

კომენტარები