ანრი ოხანაშვილი

ოხანაშვილი: კაპანაძის განცხადება სიცრუეა, დასკვნის ბოლო ვერსია გუშინ გადმოგვცეს

სერგი კაპანაძის განცხადება არის უპასუხისმგებლო, კომისიის თავმჯდომარემ ასეთი სიცრუე არ უნდა იკადროს. ვინაიდან დასკვნის ბოლო ვერსია გუშინ გადმოგვცეს, გუშინდელ სხდომაზევე დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ მოსაზრებებს კომისიას ორშაბათის სხდომაზე წარვუდგენდით.

წინასწარ გააკეთეს ხმამაღალი განცხადებები, შედეგი ვერ დადეს ასეთი ხმაურიანი და ახლა ცდილობენ ყურადღება მიიქციონ.

კომისიის მუშაობაში ჩართვისკენ კაპანაძე ვის მოუწოდებს  გაუგებარია, ჩვენ ბოლომდე ვიმუშავებთ და კომისია მუშაობას დადგენილ ვადებში დაასრულებს, შემდგომ კი დასკვნა პლენარულ სხდომაზე გამოვა.​

დღეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობის წევრები ესწრებოდნენ. კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ თქვა, რომ კომისიის წევრებს დასკვნის პროექტი ერთი კვირის წინ გადაეგზავნათ.

კომენტარები