ჯანდაცვის სამინისტრო

მედიკამენტები, რომლებსაც ასაკით პენსიონერები და შშმ პირები ფასდაკლებით მიიღებენ

NHS

3 სექტემბრიდან, ასაკით პენსიონერები და შშმ პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო ძირითად მედიკამენტებს 50%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ ჩამოთვლილი პრეპარატები გამოიყენება ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ.

ფასდაკლება ვრცელდება:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები - ენალაპრილი 10მგ; ენაპი 20მგ; ლოზაპი 100მგ; ეგილოკი 100მგ; კორდარონი 200მგ; ვარფარინ–ნიკომედი 2.5მგ; დიგოქსინი–გრინდექსი 0.25მგ; ვეროშპირონი 25მგ; ატორისი 20მგ; ზილტი 75მგ; მონოსანი 40მგ; ფუროსემიდი 40მგ; ამლოდიპინი 5მგ;

დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული) - დიაბეტონი MR 60მგ; ამარილი 2მგ; სიოფორი 1000მგ;

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები - თიროზოლი 5მგ; L – თიროქსინი 50მკგ;

ფილტვის ქრონიკული დაავადებები - ბრეტარისი ჯენუეირი 322მგკ 60 დოზა; პულმიკორტი 2მლ; მედროლი 16მგ; სალბუტამოლი. 200 დოზა; სალბუტამოლი ინტელი აეროზ. 200 დოზა; სერეტიდი დისკუსი 50/250მკგ ინჰ 60 დოზა; ალბუტეროლის სულფატი 0.5% 2.5მგ/0.5მლ.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, ეს ჩამონათვალი გაიზრდება და კონკრეტული ჯგუფებისთვის ფასდაკლებული მედიკამენტების რაოდენობა - 50-60 იქნება.

მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად ბენეფიციარმა უნდა მიმართოს ოჯახის/სოფლის ექიმს ან ექიმ სპეციალისტს ფორმა N100-სა და რეცეპტის მისაღებად; სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში აღნიშნული დოკუმენტაციისა და პირადობის მოწმობის წარდგენით გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში.

მოქალაქეს შეუძლია ფასდაკლებული მედიკამენტები შეიძინოს სააფთიაქო ქსელ PSP-ს შესაბამის ფილიალში რეცეპტისა და პირადობის მოწმობის წარდგენით. ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს ერთჯერადად შეიძინოს მედიკამენტის მაქსიმუმ სამი თვის სამყოფი ოდენობა. 

კომენტარები