საქართველოს მთავარი პროკურატურა

პროკურატურაში რეორგანიზაცია იწყება

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად უწყება ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის დასრულებამდე პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პირებისათვის დანამატებისა და პრემიების გაცემა შეჩერდება.

პროკურატურაში ამბობენ, რომ შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით, პირველ რიგში ცვლილებები სტრუქტურულ ერთეულებს შეეხება, რომლებშიც დასაქმებულები არიან საჯარო მოხელეები. გარდა ამისა, იგეგმება ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პროკურორების ატესტაცია და მრავალკომპონენტიანი შეფასების სისტემა.

"პირველ ეტაპზე რეორგანიზაცია შეეხება: ყველა ოლქის პროკურორს და მათ მოადგილეებს, რაიონის პროკურორებსა და მათ მოადგილეებს, ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორებს და მათ მოადგილეებს,  ასევე მთავარი პროკურატურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მოადგილეებს", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით, რეორგანიზაციის პროცესს სპეციალურად შექმნილი ჯგუფი უხელმძღვანელებს, რომელიც ატესტაციას, მრავალკომპონენტიან შეფასებასა და მთავარ პროკურორთან გასაუბრებას ჩაატარებს.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე რეორგანიზაცია ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და ეფექტური მმართველობის შექმნას ემსახურება.

კომენტარები