ავსტრალია

ავსტრალიაში ქიმიურ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა

ავსტრალიაში ქიმიურ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტი მელბურნის დასავლეთ ნაწილში მოხდა. 

ცეცხლი შენობაში ადგილობრივი დროით, დილის 5 საათზე გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზებას 120 მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა

ადგილობრივ საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ ხანძარი თავდაპირველად ქიმიური ქარხნის პირველ სართულზე გაჩნდა, თუმცა შემდგომ მთელს შენობაში გავრცელდა.

სამართალდამცველების თქმით, ცეცხლის ჩაქრობა მეხანძრეებს ქარხანაში არსებული ადვილად აალებადი ნივთიერებების გამო გაუჭირდათ.

უსაფრთხოების გამო, რეგიონში რამდენიმე სკოლა დაიხურა. ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს სახლებში დარჩნენ და ტოქსიკური გამონაბოლქვისგან თავის ასარიდებლად ფანჯრები დახურონ.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები