არჩევნები 2018

კოკოჩაშვილი: მხარს ქალბატონ სალომეს ვუჭერ, თუმცა ივანიშვილი თუ იქნება კანდიდატი, დავფიქრდები

ქართველ საზოგადოებას სრული უფლება აქვს მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მისთვის იქნება ყველაზე სასურველი. ამჯერად, იმ კანდიდატურებიდან, რომლებიც წარმოდგენილია, მე ვუჭერ მხარს ქალბატონ სალომეს. ბატონი ივანიშვილი თუ დაასახელებს თავის კანდიდატურას, მე დავფიქრდები, ჩემთვის მისი კანდიდატურა უფრო მნიშვნელოვანი და სწორი იქნება თუ ქალბატონი სალომესი. შეიძლება ამ ფიქრის მერე მე სხვა გადაწყვეტილება მივიღო. მე სრული უფლება მაქვს ვიფიქრო და მივიღო გადაწყვეტილება, ისევე, როგორც ნებისმიერ ქართველს.

რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა ეს განცხადება ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში 27 აგვისტოს გააკეთა.

კომენტარები