ავტოავარია

კახეთში BMW-ს მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა - 1 ადამიანი დაიღუპა, 1 - დაშავდა

flickr

კახეთში ავტოავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში BMW-ს მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, დაშავდა ორი ადამიანი, რომელთაგან ერთი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. 

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები