გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილის facebook-ის გვერდი წაშლილია

გიორგი კვირიკაშვილი
ქართული ოცნება

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის Facebook-ის გვერდი გამქრალია, შესაბამისად შეუძლებელია წარსულში მის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტების, ვიდეოების თუ ფოტოების ნახვა. 

მაგალითად პოსტი, რომელსაც ინდური ბოტების კამპანია მოჰყვა დღეს ასე გამოიყურება:

ტაბულას მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ რაც კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, გვერდი მის პირად მართვაში გადავიდა და ადმინისტრაცია ამაზე პასუხისმგებელი აღარ არის. 

დღემდე აქტიურია კიდევ ერთი ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუქის გვერდი. 

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერმინისტრის პოსტიდან 2018 წლის 13 ივნისს გადადგა. 

როგორც თავად თქვა, წინა დღეს ქართული ოცნების მთავარ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მასა და ბიძინა ივანიშვილს შორის რიგ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა და გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ რომ, მისი თქმით, "დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია". 

კომენტარები