გიორგი კვირიკაშვილი

კვირიკაშვილი: როცა პრემიერი ვიყავი, დიდი ხარისხის თავისუფლება მქონდა ივანიშვილისგან

მე როცა ვიყავი პრემიერი საკმაოდ დიდი ხარისხის თავისუფლება მქონდა, მისგან [ბიძინა ივანიშვილისგან] მოცემული, რაღაც პერიოდში და მერე მას აღარ მოეწონა რაღაცები და ჩაერია ძალიან აქტიურად და დაბრუნდა პოლიტიკაში. ახლა ცდილობენ გააფორმონ, რომ მანამდე დაიქცა ქვეყანა და მერე გამოსწორდა ყველაფერი, მაგრამ მე მგონია, რომ თუ კარგად დააკვირდებიან ეს ადამიანები, მთლად ასე არ უნდა იყოს საქმე. უნისეფის კვლევის მიზეზად მოტანა მგონია, რომ მთლად სერიოზული არ არის

საქართველოს ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. კვირიკაშვილი პრემირის პოსტს 2018 წლის 13 ივნისამდე იკავებდა, ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკაში ოფიციალურად მობრუნების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარე 2018 წლის 11 მაისს გახდა, მანამდე ის ამბობდა, რომ სამოქალაქო სექტორის წევრია.

კომენტარები