აზია არჯენტო

აზია არჯენტო სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდებებს უარყოფს

იტალიელი მსახიობი, აზია არჯენტო სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდებებს უარყოფს. 

მოძრაობა #MeToo-ს ლიდერი ამბობს, რომ მისმა პარტნიორმა, ენტონი ბურდენმა ჯიმი ბენეტს 380 ათასი დოლარი გასული წლის ოქტომბერში გადაუხადა, რათა მას ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დახმარებოდა. 

არჯენტომ თქვა: "შეძრული ვარ და ჩემთვის ძალიან მტკივნეულია წავიკითხო ამბები, რომლებიც აბსოლუტურად არასწორია. ბენეტთან სექსუალური ურთიერთობა არასდროს მქონია" 

მსახიობმა ტვიტერზეც დაწერა: 

ეს არის სიტყვა, რომელიც მოვამზადე და წარმოვთქვი კანის ფესტივალზე. ყველა ჩვენგანისთვის - მამაცი ქალისთვის, რომელმაც მათზე მოძალადეები ამხილეს. ყველა იმ მამაცი ქალისთვის, ვინც ასე მომავალში მოიქცევა. ჩვენ გვაქვს ძალა #metoo

The New York Times-მა რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ აზია არჯენტომ არასრულწლოვანზე იძალადა, შემდეგ კი დუმილისთვის ფული გადაუხადა. 

ამერიკული გამოცემის ცნობით, 22 წლის მსახიობს და როკ-მუსიკოსს, ჯიმი ბენეტს 380 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა. ჯიმი ბენეტი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ როცა ის 17 წლის იყო, 37 წლის არჯენტომ, რომელიც ახლა 42 წლისაა, მასზე სექსუალურად იძალადა. კალიფორნიაში სექსუალური კავშირი 18 წლის ასაკიდან არის კანონიერი. 

The New York Times-ი აღნიშნავს, რომ გამოცემას ბენეტისთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები აქვს, რომელთა ავთენტურობაც საქმესთან დაკავშირებულმა სამმა ადამიანმა დაადასტურა. 

გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, 2013 წლის 9 მასს ბენეტი და არჯენტო კალიფორნიაში, რითზ-კარლტონის სასტუმროში შეხვდნენ. მაშინ არჯენტო ინსტაგრამზე წერდა, რომ "თავის დიდი ხნის წინ დაკარგულ შვილს ელოდებოდა" - 2004 წელს არჯენტომ ბენეტის პერსონაჟის დედის როლიც შეასრულა ფილმში - The Heart Is Deceitful Above All Things

შეხვედრაზე ბენეტი თავისი ოჯახის წევრთან ერთად მივიდა, თუმცა არჯენტოს დამსახურებით, ის და ბენეტი მალევე მარტო დარჩნენ. ნიუ იორკ თაიმსი წერს, რომ ბენეტის ჩვენების მიხედვით, ქალმა ის დაათრო, მოულოდნელად აკოცა, ჰქონდა ჯერ ორალური, შემდეგ კი "ჩვეულებრივი" სექსი. 

The New York Times-ისვე ცნობით, დოკუმენტებში არის ფოტოებიც, რომლებიც ბენეტმა და არჯენტომ საწოლში ერთად გადაიღეს. 

დოკუმენტებს შორის ერთ-ერთი 2013 წლის ნოემბერში ბენეტის ადვოკატის მიერ არჯენტოს ქმრის, ენტონი ბურდენის ადვოკატისთვის გაგზავნილი წერილია, რომელშიც ეწერა, რომ მსახიობმა ისეთი ტრავმა მიიღო, რომ ამან მის შემოსავალსა და სამუშაოზე, ასევე ფსიქიკაზე იმოქმედა. მაშინ ბურდენის ადვოკატი არჯენტოს ინტერესებდაც იცავდა. 

კომენტარები