აზია არჯენტო

აზია არჯენტოს შესახებ სერიები CNN-მა ეთერიდან მოხსნა

იტალიელი მსახიობის აზია არჯენტოს შესახებ სერიები CNN-მა ეთერიდან მოხსნა

დოკუმენტური ფილმის Parts Unknown სამი ეპიზოდი, რომელიც იტალიელ მსახიობს ეძღვნებოდა, ტელეარხიდან მას შემდეგ მოხსნეს, რაც მსახიობს არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში დასდეს ბრალი. 

ტელეკომპანიამ უარი თქვა სამ სერიაზე, პირველ ორში არჯენტომ ითამაშა ხოლო მესამეს რეჟისორი თავად იყო. 

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ არჯენტო​ იტალიური "X-ფაქტორის" ჟიურის წევრი აღარ იქნება. მედიის ცნობით, არჯენტო პროექტის 7 გადაცემაში მონაწილეობს, თუმცა მსახიობი შოუს ფინალურ ეტაპზე აღარ იქნება. 

The New York Times-მა ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ აზია არჯენტომ არასრულწლოვანზე იძალადა, შემდეგ კი დუმილისთვის ფული გადაუხადა. 

ამერიკული გამოცემის ცნობით, 22 წლის მსახიობს და როკ-მუსიკოსს, ჯიმი ბენეტს 380 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა. ჯიმი ბენეტი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ როცა ის 17 წლის იყო, 37 წლის არჯენტომ, რომელიც ახლა 42 წლისაა, მასზე სექსუალურად იძალადა. კალიფორნიაში სექსუალური კავშირი 18 წლის ასაკიდან არის კანონიერი. 

The New York Times-ი აღნიშნავს, რომ გამოცემას ბენეტისთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები აქვს, რომელთა ავთენტურობაც საქმესთან დაკავშირებულმა სამმა ადამიანმა დაადასტურა. 

იტალიელი მსახიობი, აზია არჯენტო სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდებებს უარყოფს. 

მოძრაობა #MeToo-ს ლიდერი ამბობს, რომ მისმა პარტნიორმა, ენტონი ბურდენმა ჯიმი ბენეტს 380 ათასი დოლარი გასული წლის ოქტომბერში გადაუხადა, რათა მას ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დახმარებოდა.

კომენტარები