ნარკოდანაშაული

შსს: ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე - ECHOWAVES, ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს. მათ შორის ორი საქართველოს, ორი კი, ირანის მოქალაქეა. 

"სამართალდამცველებმა რამდენიმე დღიანი ოპერატიული-საგამოძიებო მუშაობის შედეგად ფესტივალის დაწყებიდან პირველივე დღეს ირანის 2 და საქართველოს 2 მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული არიან ირანის მოქალაქეები: 1984 წელს დაბადებული ა.ქ. და 1995 წელს დაბადებული ირანის ს.ა, ასევე საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული ი.კ. და1980 წელს დაბადებული ბ.კ. სამართალდამცველების მიერ დაკავებულ პირთა ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად იქნა ამოღებულია, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები." - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

კომენტარები