ავსტრალია

ავსტრალიის პრემიერმინისტრის პოსტზე მალკოლმ ტერნბულს სკოტ მორისონი ჩაანაცვლებს

მალკოლმ ტერნბული, სკოტ მორისონი
AFP

ავსტრალიის პრემიერმინისტრის პოსტზე მალკოლმ ტერნბულს სკოტ მორისონი ჩაანაცვლებს.

მოახლოებულ არჩევნებთან ერთად ლიბერალური პარტიის რეიტინგის კლების გამო, ქვეყნის ენერგეტიკის პოლიტიკასთან დაკავშირებით დაწყებული დებატების შემდეგ, პარტიის წარმომადგენლებმა ტერნბულს უნდობლობა გამოუცხადეს.

სკოტ მორისონი ლიბერალური პარტიის ერთ-ერთი ლიდერია და ამ მდრომდე სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. მანამდე ის იმიგრაციის და სოციალური სერვისების მინისტრის პოსტზე მსახურობდა. მორისონი მხარს უჭერს ავსტრალიის მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას. მისი მინისტრობის პერიოდში თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ მკაცრმა პოლიტიკამ და კუნძულზებზე შექმნილმა დროებითი დაკავების ცენტრებმა მკაცრი კრიტიკა გამოიწვია. მორისონი პარტიის კონსერვატიულ ფრთას წარმოადგენს და გასულ წელს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი არ დაუჭირა.

მისი თქმით ახალ მთავრობას ის ერთ კვირაში წარადგენს.

კომენტარები