ცნობილი ადამიანები

რეპერმა 2 CHAINZ საკუთარ ქორწილში თეთრი ვეფხვი მიიყვანა (ვიდეო)

ამერიკელმა რეპერმა თოჰიდ ეფსიმ, სასცენო სახელით 2 Chainz, მეგობარ გოგონაზე ქეშა ვარდზე იქორწინა.

მუსიკოსმა ცერემონია მაიამიში, ჯანი ვერსაჩეს ვილაში გამართა. რეპერს ქორწილის მოწყობა 300,000 აშშ დოლარზე მეტი დაუჯდა. ყველაზე მეტი ფული კი ვეფხვის დაქირავებისთვის დახარჯა.

ულამაზესი თეთრი ვეფხვის ნახვა ქორწილში მოწვეულ სტუმრებს შეეძლოთ.

2 Chainz-ს ქორწილს არაერთი ცნობილი ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყო კანიე უესტიც, რომელიც ლუი ვი­ტო­ნის პიჯაკით და Yeezy-ს ფირმის 2 ზომით პატარა ჩუსტებით მი­ვი­და.

კომენტარები