თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკში დათვის ბელები ხაჭოს მიირთმევენ

დათვების რეაბილიტაცია • Bear rehabilitation

თბილისის ზოოპარკში დათვები - გარინჩა, ჩოფიკა და კოპალა - ხაჭოს მიირთმევენ. ფოტოს "დათვების რეაბილიტაციის" გვერდი ავრცელებს.

დათვის ბელი - ჩოფიკა ყაზბეგიდან ჩამოიყვანეს თბილისის ზოოპარკში, კოპალა და გარინჩა კი - ლეჩხუმიდან. მათ დედა სავარაუდოდ, მონადირეებმა დაუხოცეს. ისინი დათვების რეაბილიტაციის პროგრამას გადიან. 

დათვების რეაბილიტაციის პროგრამა შესაბამისი გარემოს შექმნას გულისხმობს იმ ბელებისთვის, რომლებიც დაობლდნენ ან მოქალაქეებთან ყოფნის შემდეგ ზოოპარკს მიაბარეს. პროგრამა მათ ბუნებრივი ქცევის გამოხატვის შესაძლებლობებს აძლევს. როდესაც ბელები მზად იქნებიან, მათ ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.

კომენტარები