დავით უსუფაშვილმა, მარტივად რომ ვთქვათ, დაუშვა უხეში შეცდომა. არავითარ ანალიზზე არ არის საუბარი. იყო ძალიან უხეში შეცდომა დაშვებული იმ გამონათქვამში ექსპერტული კუთხით, პოლიტიკური კუთხით და ადამიანური კუთხით. ყველანაირი კუთხით დაუშვა ადამიანმა შეცდომა და უნდა ვაპატიოთ. შეფასებები გაკეთდა და შესაბამისად, ეს საკითხი ამოწურულია
tbl.ge/32w6
დაკოპირდა

პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის სასახლის თემაზე დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას თქვა. უსუფაშვილმა გუშინ თქვა, რომ „სახელისუფლებო წონის მიხედვით თუ განვსაზღვრავთ, პარლამენტის თავმჯდომარე შენობის სარდაფში, მინუს მესამე სართულზე უნდა განვათავსოთ"
ამავე თემაზე
- ხუნდაძე: დამოუკიდებელი კანდიდატი, არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის კუთვნილება
- გია ვოლსკი საპრეზიდენტო კანდიდატზე: ველოდები, რომ დღეს შევჯერდებით
- კობახიძე: საპრეზიდენტო კანდიდატს ზაფხულის ბოლოს დავასახელებთ და ის გაიმარჯვებს
- ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილია
- ირაკლი ალასანია: საპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევისას სერიალის ბოლო სერია ნანახი მაქვს