საპრეზიდენტო კანდიდატი

ხუნდაძე: დამოუკიდებელი კანდიდატი, არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის კუთვნილება

დამოუკიდებელი კანდიდატი უნდა იყოს ბოლომდე დამოუკიდებელი და არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის კუთვნილება. მე ვგულისხმობ როგორც ოპოზიციას, ისე მმართველ გუნდს...ამის პოლიტიკური ნება არსებობს და შესაძლოა, გაკეთდეს ასეთი არჩევანიც და ეს არის დემოკრატიის მაღალი ხარისხი. ამაზე თანახმაა "ქართული ოცნება" და თუკი ასეთი გადაწყვეტილება მთლიანად გუნდის მიერ იქნა მიღებული, რა თქმა უნდა ჩემი მხარდაჭერა დამოუკიდებელ კანდიდატს არჩევნებშიც ექნება

ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის, მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტსაბჭოს წევრები შეიკრიბნენ. ისინი, სავარაუდოდ, პრეზიდენტობის კანდიდატზე მსჯელობენ, რომელსაც მმართველი გუნდი მხარს დაუჭერს.

კომენტარები