"გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის წამოყენება "გირჩსაც" შეუძლია.
შესაბამისად, ჯაფარიძემ გადაწყვიტა აღარ შეიცვალოს სახელი და არ დარეგისტრირდეს, როგორც "ზურაბ გირჩი ჯაფარიძე".
"ცესკო-მ გირჩსაც შეუძლია კანდიდატის წამოყენება საპრეზიდენტო არჩევნებშიო. დღეს დაადგინა. მადლობა რომ იდიოტურ წესებს არ აჰყვა და საღი აზრის ფარგლებში იმოქმედა. ასე რომ გირჩი იქნება საარჩევნო ბიულეტენში, როგორც დაგპირდით, და მეც დავრჩები ზურად", - წერს ჯაფარიძე ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძის 9 აგვისტოს განცხადების მიხედვით, ცენტრალური საარჩენო კომისია არ აძლევს საშუალებას, პრეზიდენტობის კანდიდატად პარტია "გირჩის" სახელით დარეგისტრირდეს, ამიტომ ის სახელს შეიცვლის და გახდება ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.





