ლარის გაუფასურება

Bloomberg-ის სისტემაში დოლარის ღირებულებამ 2.64-ს მიაღწია

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა ლარის გაუფასურებით დაიწყო. ამ დროისთვის დოლართან მიმართებით არსებული უკანასკნელი შეთავაზება 2.6395 ლარს შეადგენს. ეს ოფიციალური კურსი არაა, ეროვნული ბანკი ახალ კურსს 17:00-ზე გამოაქვეყნებს.

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2018 წლის ბოლოსთვის ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.70-ს მიაღწევს. ბანკი აქამდე წლის ბოლოსთვის 2.60-იან კურსს პროგნოზირებდა, თუმცა ლირას ვარდნის საპასუხოდ ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო პროგნოზი 2.70-მდე გაზარდა.  

ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში დადებული გარიგებების საშუალოს გამოთვლის შედეგად განსაზღვრავს. 

კომენტარები