ლარის კურსმა ისევ დაიწყო მკვეთრად ვარდნა და მთავრობა ისევ სრულ უუნარობაშია. თუმცა, საქართველოს არ ჰყავს მთავრობა. საქართველოს ყავს ხარბი ოლიგარქი, რომელმაც საბანკო მონოპოლიით გაანადგურა ქართული ოჯახების ბიუჯეტი და ფულს აკეთებს ვალუტაზე თამაშით. ამ დღეებში სრულდება აგვისტოს ომის 10 წლისთავი. მე მინდა შეგახსენოთ რომ ამხელა არმია დაგვესხა თავს. ამხელა უბედურება დაგვატყდა თავს და ომის დროს და შემდგომ, ჩვენ შევინარჩუნეთ ვალუტის კურის. ჩემ დროს ეს იყო 1.64 და ახლა არის რაც არის. თუ ივანიშვილმა გააგრძელა, ღმერთმა არ ქნას, თუ თქვენ არ გამოიჩინეთ აქტიურობა, თუ თქვენ არ ჩაერთეთ. თუ თქვენ ისევ არ მიეცით საშუალება იყიდოს არჩევნები, გარანტიას გაძლევთ რომ სულ მალე კურსი იქნება მინიმუმ 4. მე ვიცი რაზე ვსაუბრობ
tbl.ge/32o5
დაკოპირდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ლარის გაუფასურებას აფასებს.
ამავე თემაზე
- ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 1 სექტემბრის ვაჭრობის შედეგები
- ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 24 ივნისის ვაჭრობის შედეგები
- ლარი დოლართან და ევროსთან ისევ გაუფასურდა – 1 ივნისის ვაჭრობის შედეგები
- ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 3.10 თეთრამდე გაძვირდა, ევროსი – 3.34-მდე
- ლარი დოლართან 8.3 თეთრით გამყარდა, ევროსთან – 7.5 თეთრით




