დღეს, 8 აგვისტოა და პირველ რიგში, მინდა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას გამოვეხმაურო. ტრაგიკულს თავისი შედეგებით, მასშტაბითა და იარებით, რომელიც ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა და რა თქმა უნდა, ვერც მოიშუშებს საქართველოს საბოლოო გამთლიანებამდე. უკვე ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და აგრესიის დაწყების შემდეგ, რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა. გაჩნდა საკუთარ სამშობლოში დევნილთა ახალი ნაკადი, რომლებიც სახლებში დაბრუნებისა და აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად, მშვიდობიანი თანაცხოვრების იმედს არ კარგავენ. მტერი ძლიერია, მაგრამ ქვეყნის გაერთიანების სურვილი უფრო ძლიერია. ჩვენს ერთიანობის რწმენას ვერავინ და ვერაფერი შელახავს. ეს ომი, უდიდეს ტრაგედიასა და ტკივილთან ერთად, გმირობისა და თავდადების არაერთ ისტორიას ასახავს. ჩვენი ვალია, ამ ადამიანების ხსოვნა უკვდავყოთ. სწორედ ამიტომ, სხდომის დაწყებამდე, მინდა ყველას გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპული გმირების ხსოვნას.
tbl.ge/32f6
დაკოპირდა

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. თბილისის მერმა კახა კალაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენა
ამავე თემაზე
- გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები აგვისტოს ომის წლისთავზე რუსეთის ქმედებებს გმობენ
- გუნბა: აგვისტოს ომმა აჩვენა სამყაროს, რომ დიადი რუსეთი მეგობრებს გასაჭირში არ მიატოვებს
- გერმანიის საელჩო: მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები
- გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას - საელჩო
- კობახიძე: არჩევნებამდე აგვისტოს ომის თემას არ შევეხებოდი, ხალხმა გამოუტანოს ენმ-ს განაჩენი



