ოკუპაცია

ქუთაისში საინფორმაციო დაფაზე რუსულ წარწერებს ანტისაოკუპაციო ფლაერები გადააკრეს

აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ქუთაისში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია-პერფორმანსი გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციამ ევროპა ჩვენი სახლია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტა და ქუთაისში საინფორმაციო დაფაზე რუსულ წარწერებს ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული ფლაერები გადააკრა. 

"მაშინ, როდესაც ჩვენი ტერიტორიები რუსეთს აქვს ოკუპირებული, ჩვენს ქალაქში საინფორმაციო დაფებზე წარწერები რუსულ ენაზე არის დაწერილი, რაც მიუღებელია." - ამბობენ ორგანიზაციის წევრები.

აქციის მონაწილეებმა ფლაერები ქუთაისის მერიის შენობასთანაც გააკრეს.

დღეს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები