საპრეზიდენტო არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: შეიძლება ქალი პრეზიდენტი იყოს უფრო დამწყნარებელი

რისთვის ვიქნები პრეზიდენტი, ესეც მნიშვნელოვანია, რა მინდა ამ ქვეყნისთვის:

პირველ რიგში ალბათ ამ ქვეყნის სტაბილურობა. ეყოფა ამ ქვეყანას, რაც გაიარა. ომი, კონფლიქტები ეყოფა ამ ქვეყანას, შიდა კონფლიქტები, ტერიტორიების დაკარგვა და არა მხოლოდ ეს ბოლო დაკარგვა. თუ ჩვენ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ძალიან მძიმეა ამ კუთხით და მე არ მახსენდება ქვეყნა, რომელმაც ამდენი ტერიტორია დაკარგა საუკუნე ნახევარში. გვყოფნის შიდა დაძაბულობა, შიდა სიძულვილი, გადავიდეთ ახლა ეტაპზე ჩვენი ცხოვრების. რისთვისაც შეიძლება, ქალი პრეზიდენტი იყოს უფრო დამწყნარებელი, ვიდრე პოლიტიკაში, კინკლაობაში ჩართული სხვადასხვა პოლიტიკოსი. ეს არის ჩემი მისწრაფება და მე ყველაფერს გავაკეთებ, რო ამას მივაღწიო. 

თქვა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც პრეზიდენის არჩევნებში თავისი კანდიდატრა წარადგინა და გეგმებზე ისაუბრა.

კომენტარები