ოკუპირებული ყირიმი

კრემლი ოკუპირებულ ყირიმში ხელოვნების ცენტრის მშენებლობას გეგმავს

Reuters

კრემლი ოკუპირებულ ყირიმში ხელოვნების ცენტრის მშენებლობას გეგმავს, სადაც რუსეთის გალერეებიდან 6 შედევრს გადაიტანენ.

ვლადიმირ პუტინს პროექტი წარუდგინეს, რომელის მიხედვითაც 2014 წელს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ოპერისა და ბალეტის თეატრი, მუზეუმი, კონოთეატრი და ცეკვის სკოლა გაიხსნება.

ხელოვნების ცენტრის პროექტში ჩართული იქნებიან და ნამუშევრებს გადასცემენ ერმიტაჟი, ტრეტიაკოვის გალერეა და სანქტ-პეტერბურგის რუსული მუზეუმი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ხიდს აშენებს. ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობა 3.6 მილიარდი აშშ დოლარი ჯდება. მისი ნაწილი ვლადიმირ პუტინმა მაისში, წინასაარჩევნო კამპანიის ბოლოს გახსნა.

ევროკავშირმა ქმედება უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა და 6 რუსულ კომპანიას, რომლებიც მშენებლობაში არიან ჩართული, სანქციები დაუწესა.

კომენტარები