ინდონეზია

ინდონეზიაში 7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, გამოცხადდა ცუნამის რისკი, დაიღუპა 37

Reuters

ინდონეზიის კუნძულები 7 მაგნიტუდის მიწისძვრამ შეძრა. ბიძგების ეპიცენტრი არქიპელაგის ერთერთ ცენტრალური კუნძულის, ლომბოკის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, 31 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. 

CNN-ის ინფორმაციით, პირველადი და განმეორებადი ბიძგების შედეგად ათასობით სახლი დაზიანდა, ნგრევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 37-ს შეადგენს. არსებობს მომდევნო საათებში მისი გაზრდის ალბათობა.

ძლიერი ბიძგების გამო ქვეყანაში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. 

ინდონეზიაში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა 29 ივლისსაც მოხდა, წინა მიწისძვრამ 16 ადამიანის სოცოცხლე იმსხვერპლა. 

ქვეყანაში ზარალის დათვლა ახლა იწყება.

ინდონეზიის არქიპელაგი წყნაროკეანური "ცეცხლის წრეში" მდებარეობს. ქვეყანა მიწისძვრებისა და ცუნამების ერთერთ ყველაზე დიდ რისკის ზონაშია. 

კომენტარები