კრიმინალი

შსს: ურეკში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ამოვიღეთ

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაბა ურეკში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.ს. დააკავეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 132 აბი "სუბოქსინი", 21 აბი "ექსტაზი", 3.2 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მორფინის მარილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

"ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას დ.ს. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები