ოკუპაცია

აქტივისტებმა მოსკოვის გამზირს ტატუნაშვილის სახელი "დაარქვეს" 

რუსეთი ოკუპანტია • Russia Is An Occupant

აქტივისტებმა მოსკოვის გამზირს სახელი შეუცვალეს და არჩილ ტატუნაშვილის სახელი “დაარქვეს”. მათ ეს გუშინ ღამით გააკეთეს და მომხდარის ამსახველი ვიდეოც გაავრცელეს. 

მოქალაქეები რამდენიმე თვეა ითხოვენ, მოსკოვის გამზირს არჩილ ტატუნაშვილის სახელი დაერქვას. ამისთვის პეტიციაც შეიქმნა, რომელსაც ხელი ათასობით ადამიანმა მოაწერა, თუმცა, თბილისის მთავრობას ეს თხოვნა არ გაუთვალისწინებია. 

წუხელ აქტივისტებმა, რომლებსაც სახეზე კახა კალაძის სახის ნიღბები ეკეთათ, ბანერი - მოსკოვის გამზირის #1 ჩამოხსნეს, მის ნაცვლად არჩილ ტატუნაშვილის ბანერი მიამაგრეს. 

ერთ-ერთმა მათგანმა თბილისის მერის სახელითაც ისაუბრა. 

“მოგესალმებით, ჩემო თბილისელებო. ჩვენ ახლა ვიმყოფებით მოსკოვის გამზირზე. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ოკუპაციის პირობებშიც კი ამ ქუჩას ქალაქის არც ერთმა ხელმძღვანელობამ სახელი არ შეუცვალა. მიხარია, რომ მე და ჩემი გუნდი ვიქნებით პირველები, ვინც მოუსმენს ქართველი ხალხის აზრს, გაითვალისწინებს მრავალრიცხოვანი პეტიციის შედეგს და დღეიდან ამ ქუჩას დაერქმევა არჩილ ტატუნაშვილის სახელი.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, თბილისის მერია, ვუერთდებით 7 აგვისტოს 19:00 საათზე რუსეთის საელჩოსთან დაგეგმილ აქციას, რომელიც ოკუპაციის თემას მიეძღვნება,” – განაცხადა აქტივისტმა კახა კალაძის ნიღბით. 

კომენტარები