შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში ძმის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა და დაზარალებული ცივი იარაღით არის დაჭრილი.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.თ.-ს თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში ძმასთან - 1968 წელს დაბადებულ ა.თ.-სთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდა. მოგვიანებით, კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მ.თ.-მ ცივი იარაღით ა.თ.-ს სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაჭრილი ა.თ. საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს." - წერია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კრიმინალი
შსს: კახეთში ძმის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ

Getty Images




