მესტია-ზუგდიდის გზაზე სატვირთო მანქანა ხრამში გადავარდა. შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოავარია გუშინ მოხდა. ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე - საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო. მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





