რუსეთი-სირია

ასადი: ბალანსისათვის რუსული სამხედრო ძალები სირიაში ხანგრძლივად უნდა დარჩნენ

ვლადიმირ პუტინი და ბაშარ ალ-ასადი
Reuters

ბაშარ ალ-ასადის თქმით რუსული სამხედრო ძალების სირიაში დარჩენა ხანგრძლივი ვადით არის საჭირო და ისინი არა მოხლოდ ტერორიზმთან ბრძოლაში უნდა იყვნენ ჩართული:

"რუსული შეიარაღებული ძალები სულ მცირე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბალასისათვის არის საჭირო, სანამ გლობალური პოლიტიკური ბალანსი არ შეიცვლება. და ეს შეიძლება არც მოხდეს, ჩვენ არ ვიცით. ამიტომ ეს საჭიროა და აუცილებელი." თქვა ასადმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

მისივე თქმით ჰმეიმის სამხედრო ბაზაზე რუსეთთან არსებული შეთანხმება 40 წლითაა განსაზღვრული, რაც იმას მიუთითებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ხანგრძლივი იქნება. ასადის თქმით რუსეთთან განხილვის მთავარი თემა სირიელი მიგრანტების სწრაფი დაბრუნებაა.

კომენტარები