სახელმწიფო რწმუნებულები

პრემიერმინისტრმა 5 გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ფინანსთა სამინისტრო

პრემიერმინისტრმა 5 რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. მამუკა ბახტაძის თქმით, აუცილებელია ახალი მიდგომები რეგიონის მართვასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის თვალსაზრისით. თანამდებობა დატოვეს შიდა ქართლის, მცხეთა მთიანეთის, სამეგრელო- ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე - ჯავახეთის გუბერნატორებმა.

"ჩვენ ვცვლით მთლიანად რეგიონალური მართვის სისტემას, გადავდივართ ახალ რეჟიმზე და ახალ სტრუქტურაზე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. იმ სისტემაში რომელსაც ჩვენ უახლოეს პერიოდში დავნერგავთ, მათ მიეცემათ საშუალება რომ დაგვანახონ შედეგი, დაგვანახონ ეფექტური მუშაობა. ჩვენ იმაზე კი არ ვართ ორიენტირებული, რომ ძალიან მცირე პერიოდით გადავაადგილოთ ადამიანები, არამედ ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ დავნერგოთ ახალი ეფექტური სისტემა, თუ ადამიანები შეძლებენ ამ ახალ ეფექტურ სისტემაში თავიანთი შედეგის ჩვენებას მოსახლეობისთვის უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება ძალიან კარგი. ჩვენ ვსაუბრობთ ახალი სისტემის დანერგვაზე და იმაზე რომ ჩვენს მოსახლეობასთან გვქონდეს ყოველდღიურად პირდაპირი კავშირი და უკუკავშირი. მე რამდენჯერმე ვთქვი, რომ სამწუხაროდ დღეს არსებული სისტემა ამ გამოწვევებს ვერ პასუხობდა. ჩვენ ვართ ორიენტირებული რომ ბიუროკრატია შევამციროთ და შევამციროთ ის საკმაოდ აგრესიულად მე ვიტყოდი, მაგრამ ამასთან ერთად უნდა ვიცოდეთ, რომ ის, რითაც ჩავანაცვლებთ ამ ბიუროკრატიას უნდა იყოს უფრო ეფექტური. აქედან გამომდინარე, ის ადამიანები ვინც ამ ეტაპზე ამ პოსტს შეინარჩუნებენ, ექნებათ საშუალება რომ მოსახლეობას, მთავრობას და პრემიერმინისტრს აჩვენონ იმის მაგალითი, რომ ისინი ამ ახალ სისტემაში ეფექტურად ფუნქციონირებენ." - თქვა პრემიერმინისტრმა.

პრემიერმა თქვა, რომ ახალ გუბერნატორებს უახლოეს დღეებში წარადგენს.

კომენტარები