ივანიშვილის ინტერვიუ

ბაქრაძე: ივანიშვილი კარგად ხვდება, რომ ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური რესურსი ამოწურა

ბიძინა ივანიშვილი კარგად ხვდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მისი პოლიტიკური რესურსი ამოწურა და სწორედ ამას ემსახურება იდეა, რომ მოიყვანონ, თითქოსდა, გარეშე, დამოუკიდებელი ადამიანი. რანაირად იქნება კანდიდატი დამოუკიდებელი, თუ მის ზურგს უკან დგას „ქართული ოცნება.“ რა მნიშვნელობა აქვს ფურცელზე პარტიის წევრობა თუ სინამდვილეში ზურგს გიმაგრებს პარტია და კამპანიას გაატარებ ამ პარტიის მხარდაჭერით. ამიტომ დამოუკიდებელ კანდიდატზე საუბარი არ არის. საუბარია, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს მისი სახელით, მისი ნომრით ძალიან გაუჭირდება არჩევნების მოგება, ამიტომ მოიფიქრეს ეს მიდგომა, თითქოს, საზოგადოებას სთავაზობენ ვიღაც დამოუკიდებელს

ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ მიერ დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს

კომენტარები