მსოფლიო

შვედი სტუდენტის პროტესტმა ავღანელი თავშესაფრის მაძიებლის დეპორტაციას ხელი შეუშალა

შვედი სტუნდეტის, ელის ერსონის პროტესტმა თვითმფრინავში ავღანელი თავშესაფრის მაძიებლის დეპორტაციას ხელი შეუშალა.

გოტენბერგის უნივერსიტეტის სტუდეტმა, ელის ერსონმა, გოტებნერგი-თურქეთის რეისის ბილეთები სპეციალურად შეიძინა, რადგან მან იცოდა, რომ ამ თვითმფრინავით ავღანელი თავშესაფრის მაძიებლის დეპორტაცია უნდა მომხდარიყო. 

თვითმფრინავში ასვლის შემდეგ, ელის ერსონმა საკუთარი ადგილის დაკავებაზე უარი თქვა, მანამ სანამ ამ ადამიანს [თავშესაფრის მაძიებელს] რეისიდან არ ჩაიყვანდნენ. სტუდენტმა ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეო ჩაიწერა და საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.

"მე არ მინდა, რომ ადამიანს სიცოცხლე წაართვენ იმის გამო, რომ თქვენ რეისი არ გამოტოვოთ. არ ვაპირებ დავიკავო ჩემი ადგილი, სანამ ამ ადამიანს თვითმფრინავიდან არ ჩაიყვანენ. მე ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც შემიძლია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. სანამ თვითმფრინავში ერთი ადამიანი მაინც დგას, პილოტი ვერ აფრინდება. მხოლოდ ის მინდა, რომ დეპორტაცია შეწყდეს და შემდეგ ყველა წესს დავემორჩილები. ეს ყველაფერი ლეგალურია და მე არაფერს ვარღვევ" - უთხრა მგზავრებს ერსონმა.

ამის შემდეგ ერთ-ერთი მგზავრი შეეცადა ელის ერსონისთვის მობილური ტელეფონი წაერთმია.

"რა არის უფრო მნიშვნელოვანი, თქვენი დრო თუ ადამიანის სიცოცხლე? მე მინდა, რომ ის თვითმფრინავიდან ჩაიყვანონ, რადგან ეს ადამიანი არ იქნება უსაფრთხოდ ავღანეთში. მე ვცდილობ შევცვალო ჩემი ქვეყნის კანონები, არ მომწონს ისინი, არ არის სწორი ადამიანებს ჯოჯოხეთში ვაგზავნიდეთ" - თქვა ელის ერსონმა.

აეროპორტის ხელმძღვანელობამ უარი თქვა ელის ერსონის თვითმფრინავიდან ძალის გამოყენებით ჩაყვანაზე, ხოლო ავღანელი თავშესაფრის მაძიებელი თვითმფრინავიდან ჩაიყვანეს, რასაც მგზავრთა აპლოდისმენტები მოყვა.

კომენტარები