ივანიშვილის ინტერვიუ

მათიკაშვილი: ივანიშვილმა სიცოცხლის რისკით ფასად გამოგლიჯა ქვეყანა ტირანულ რეჟიმს

პარტიის თავმჯდომარემ პასუხი გასცა ყველა კითხვას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა მათ, ვინც ცდილობს მოატყუოს ჩვენი საზოგადოება სიცრუის ტირაჟირებით ყველაზე კეთილშობილურ და უანგარო მიზნებთან დაკავშირებითაც კი. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აუდიტორიას წარმოუდგინა ხედვა, რომელიც გაჯერებულია მაღალი სახელმწიფოებრივი აზროვნებით და პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული გათვლებით და რაც, ყველაზე მთავარია, სრულიად საქართველომ მოუსმინა საკუთარ სამშობლოზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებულ ლიდერს, რომელმაც, სულ რაღაც ექვსიოდე წლის წინ საკუთარი სიცოცხლის რისკით ფასადაც კი, თანამებრძოლებთან ერთად გამოგლიჯა საქართველო სააკაშვილის ტირანულ რეჟიმს. ამიტომაც საზოგადოების მოტყუება გაუჭირდებათ ამ საქმის ყველაზე გაწაფულ ოსტატებსაც კი, რადგანაც ტყუილის მქადაგებელი პოლიტიკოსები და ზოგიერთი მედია საშუალება ვერ გაუწევს მორალურ კონკურენციას, საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ქველმოქმედებას და გულწრფელ ზრუნვას თითოეული ჩვენი თანამოქალაქის კეთილდღეობაზე.

კომენტარები