პარკირება თბილისში

მერია: 2019 წლიდან თბილისში პარკირების საათობრივი და ზონალური სისტემა ამოქმედდება

თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2019 წლის იანვრიდან საპილოტე პროექტი იწყება, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბნებში პარკირებაზე ზონალურ-საათობრივი საფასურის შემოღებას ითვალისწინებს. ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა. ხმალაძის თქმით, ახალი სისტემა დაარეგულირებს, როგორც საპარკინგე ადგილებზე მოთხოვნა-მიწოდებას, ასევე, სატრანსპორტო ნაკადების მართვას.

„პარკირების საათობრივი და ზონალური სისტემა მუნიციპალიტეტისთვის საკმაოდ ძლიერი ინსტრუმენტი იქნება, რომელიც დაარეგულირებს, როგორც საპარკინგე ადგილებზე მოთხოვნა-მიწოდებას, ასევე, სატრანსპორტო ნაკადების მართვას. ამ სისტემიდან შემოსული თანხები მთლიანად მიმართული იქნება სატრანსპორტო სისტემის განვითარებისკენ. სისტემა ემსახურება იმას, რომ იმ ადგილებში, სადაც პარკირებაზე მოთხოვნა კრიტიკულად მაღალია, თუმცა საპარკინგე ადგილების საკმარისი რაოდენობა არ არის, მოთხოვნა შემცირდეს და ამის შედეგად, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა გაიზარდოს. ამით ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთ დამატებით სტიმულს გავუჩენთ, რომ კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ და საპარკინგე ადგილების მოსაძებნად არ იწვალონ“, - თქვა ირაკლი ხმალაძემ.


თბილისის მერმა დრე სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა. თბილისის მერის კახა კალაძის თქმმით, დედაქალაქის მთავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, მისი მოხმარების ზრდას და პარალელურად, კერძო სატრანსპორტო საშუალებების შემცირებას აპირებს. კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის მისი პრიორიტეტი.

კომენტარები