ლგბტ

ტრანსგენდერ ქალს სახლში დასვენების გარეშე, კაცის ტანსაცმლით დაკრძალავენ

ჯაბა ანანიძე/ბათუმელები

ბათუმელ ტრანსგენდერ ქალს, ლიკას, რომელიც გუშინ გარდაიცვალა, სახლში დასვენების გარეშე, კაცის ტანსაცმლით დაკრძალავენ. 

ლიკა რამდენიმეთვიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ბათუმის შიდსის და ტუბერკულოზის ცენტრში 19 ივლისს გარდაიცვალა. გარდაცვლილის ბებიამ ლიბერალს უთხრა, რომ ლიკას სახლში დასვენება სხვების ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიდა. ბებიისვე თქმით, ის და მისი შვილი (ლიკას დედა) ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ და ამის უფლებას ბინის პატრონებიც არ მისცემდნენ. 

ლიკას ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გაასვენებენ და დაკრძალავენ. 

„ძალიან ბევრი დაავადება ჰქონდა, სხვის ოჯახში როგორ მიგვეყვანა ასეთი“,-  ამბობს გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალის, ლიკას ბებია. 

გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ლიკა მკურნალობისთვის დახმარებას ითხოვდა.

კომენტარები