ლგბტ

ანკარაში ლგბტ პირებს საჯარო ღონისძიებების გამართვა აეკრძალათ

tamara.craiu / flickr

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ლგბტ პირებს საჯარო ღონისძიებების გამართვა აეკრძალათ. ამიერიდან ჰომოსექსუალებს საჯარო სივრცეში გამოფენის ან კინოჩვენების მოწყობა აღარ შეეძლებათ. გადაწყვეტილებას თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის წარმომადგენლები საფრთხის რისკების შემცირებით ხსნიან.

"ვითვალისწინებთ რა, ჩვენი ერის სენსიტიურობას ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა ლგბტ კინო, თეატრი, პანელი, ინტერვიუ, გამოფენა, 2017 წლის 18 ნოემბრიდან ვკრძალავთ მსგავს ქმედებებს."-ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე წერია, რომ აკრძალვები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე საპირისპირო ბრძანებას რეგიონის მმართველობა არ გაავრცელებს. 

აკრძალვის ფარგლებში დაგეგმილ გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე გაუქმდა გერმანული გეი კინოს ფესტივალი.

სხვა მუსლიმური ქვეყნებისგან განსხვავებით, ჰომოსექსუალობა თურქეთში კრიმინალურ დანაშაულად არ ითვლება, თუმცა, მოქალაქეების მხრიდან ლგბტ თემის მიმართ აგრესია მაინც დიდია. 

კომენტარები