ლგბტ

ჰაკერმა ISIS-ის წევრების Twitter-ის ანგარიშებზე გეი პორნოგრაფია გამოაქვეყნა

ჰაკერმა ან ჰაკერთა ჯგუფმა ISIS-ის 250-ზე მეტი წევრის Twitter-ის ანგარიშზე გეი პორნოგრაფია და ინტიმური ფოტოები გამოაქვეყნა. ინფორმაციას ამის შესახებ Independent-ი ავრცელებს. 

ჰაკერმა, რომელიც Twitter-ზე დარეგისტრირებულია, როგორც @WauchalaGhost, ანგარიშების გატეხვა 18 თვის წინ დაიწყო, მიზეზი კი ტერორისტული ორგანიზაციიდან წამოსული სიძულვილის გზავნილები იყო. 

საბოლოო გადაწყვეტილება მან ორლანდოს ღამის კლუბზე თავდასხმის შემდეგ მიიღო. ასობით ანგარიშზე პროისლამური სახელმწიფოს ფოტოები პრო ლგბტ გზავნილების ფოტოებით შეცვალა. ის ასევე გეი პორნოგრაფიის ბმულებს პოსტავდა. 

"თავმოჭრილი ადამიანების ფოტოებს მიგზავნიან და იმუქრებიან, რომ მომკლავენ, რაც კარგია იმიტომ, რომ თუკი ისინი ფოკუსირდებიან ჩემზე, სხვას არაფერს გააკეთებენ. ჩვენ მათი ანგარიშების გეი ფოტოებითა და პორნოგრაფიით გაფორმება მათ გასამასხარებლად დავიწყეთ. ჩავთვალეთ, რომ შიშველი ფოტოების გამოქვეყნება მათ გააბრაზებდათ. Facebook-ის, Twitter-ის, Instagram-ისა და სხვა სოციალური ქსელების წარმომადგენლები რომ ერთად დადგნენ და რაღაც გააკეთონ, დაგვეხმარებოდნენ. ზოგჯერ, უბრალოდ, უნდა ადგე და უკეთესობისკენ გადადგა ნაბიჯი,"- უთხრა ჰაკერმა CNN-ს. 

ის ამტკიცებს, რომ მას მხოლოდ 60 წამი სჭირდება ანგარიშის გასატეხად. 

"ერთი რამაა, რისი თქმაც მინდა. ჩვენ არ ვიყენებთ გრაფიკულ პორნოს და ჩვენი მიზანი არ არის მუსულმანების წყენინება. ჩვენი საქციელი ჯიჰადისტ ექსტრემისტებს მიემართება. ბევრი ჩვენგანი მუსულმანია და ჩვენ პატივს ვცემთ ყველა რელიგიას, რომელიც უცოდველ სიცოცხლეებს არ ანადგურებს,"- თქვა მან. 

კომენტარები