ტყის ხანძრები

მღებრიშვილი: ტყის ხანძრების ქრობის ახლებური მეთოდი დავნერგეთ

ჩვენ ერთ რეგიონში ვცხოვრობთ და დიდი მნიშვნელობა აქვს, ერთად ვებრძოლოთ ბუნებრივ გამოწვევებს. ეს რეგიონი ჩვენი საზრუნავია, შეიძლება საქართველოში ეკოლოგიურმა ცვლილებამ თქვენი ქვეყნის ეკოლოგიაზეც იმოქმედოს და პირიქით. ჩვენი სახანძრო-სამაშველო ჯგუფების ერთმა ნაწილმა თურქეთში გაიარა საკვალიფიკაციო კურსები და სწორედ თურქული მხარის დახმარების შემდეგ, ჩვენ ტყის ხანძრების ქრობის ახლებური მეთოდი დავნერგეთ. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, შევქმენით ე.წ. ღამისმქრობელთა ჯგუფები, რომლებიც ხანძარს ღამის განმავლობაშიც აქრობენ. ბოლო ხანძრებმა აჩვენა, რომ ეს ყველაზე ეფექტური მეთოდია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი თურქეთის სოფლის მეურნეობისა და ტყის სამინისტროს, ტყის საკითხთა გენერალურ გენერალური დირექტორთან, ბექირ ქარაჯაბეის შეხვდა.

კომენტარები