ქრთამის აღება

ქრთამის აღების ბრალდებით შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

is.ge

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომლის ფუნქციებში შედიოდა სატრანსპორტო საშუალებების შეჩერების, მათი ვიზუალური დათვალიერების და საქონლის თანმხლები საბუთების გადამოწმების გზით საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ერთ-ერთ მოქალაქეს მფარველობას დაპირდა. ბრალდებულმა, პირს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ქალაქ თბილისის გარკვეულ უბანში, მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ,  დღე - ღამის რა მონაკვეთში არ ხორციელდებოდა კონტროლი, რაც საშუალებას მისცემდა მას, უპრობლემოდ მოეხდინა საქონლის ტრანსპორტირება შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე. აღნიშნული დახმარების სანაცვლოდ, ბრალდებულმა მოქალაქეს ქრთამის სახით 500 ლარი გამოართვა" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით. 

კომენტარები