ჩვენ გვქონდა ძალიან რთული პერიოდი, როდესაც პრეზიდენტს ვარწმუნებდით იმაში, თუ როგორ უნდა იყოს წაკითხული კონსტიტუციის ესა თუ ის ნორმები. მაგალითად, მთავრობის ნაწილში და ხუთი წელი დაგვჭირდა იმის ასახსნელად, რომ პრეზიდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს ის კანდიდატი პრემიერ-მინისტრობის და მთავრობის ის შემადგენლობა, რომელიც გამოხატავს საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის ნებას. ეს არის მარტივი რამ, თუმცა, ხუთი წელი დაჭირდა ამ მარტივი ჭეშმარიტების აღსაქმელად პრეზიდენტს და ახლა გვიწევს, როგორც ჩანს, იმის სწავლებაც პრეზიდენტისთვის, რომ ანალოგიურად უნდა იმოქმედოს მან აჭარაში, როდესაც მას გასათვალისწინებელი აქვს უმაღლესი საბჭოს არჩევანის ნება. მე არც ვიყავი პასუხისმგებელი მეცადინეობაზე და სწავლებაზე, თუმცა, როგორც ჩანს, ეს სერიოზული პრობლემა არის. პრეზიდენტი უნდა იყოს პირველი, ვინც კითხულობს კონსტიტუციას და სწორედ კითხულობს კონსტიტუციას, თუმცა, ამ კუთხით ჩვენ ვხედავთ პრობლემებს
tbl.ge/30zo
დაკოპირდა

პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი მარგველაშვილის დამოკიდებულებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით, აკრიტიკებს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზინდენტისთვის საკუთარი ვალდებულებების ასახსნელად მათ რამდენიმე წელი დასჭირდათ, თუმცა, როგორც ჩანს, პროცესი კიდევ უნდა გაგრძელდეს.
ამავე თემაზე
- კობახიძე: შემაშფოთებელია, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს დანიას ადამიანის უფლებების კუთხით
- კობახიძე: არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა აღგვითქვა სრული მხარდაჭერა
- კობახიძე: ღარიბაშვილმა ბევრი რამე გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის
- კობახიძე ელჩებზე: დაკავებული არიან საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით
- კობახიძემ ალბანეთში სამიტის ფარგლებში ვუჩიჩთან, ორბანთან და ფიცოსთან შეხვედრები გამართა




