სამთავრობო ცვლილებები

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი იქნება

facebook.com/moc.gov.ge

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი იქნება, რომელიც სამთავრობო ცვლილებებამდე სასჯელაღსრულების მინისტრი იყო.

კახიშვილი დღეს ახალ მინისტრებთან ერთად პრემიერმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა და აღნიშნა ის მინისტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული წევრი იყო.

"კახა, შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ ჩვენი მინსიტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული მინისტრი გახლდათ. ადამიანი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმები გაატარა ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაში. მაგრამ, წარმატება და წარმატებული რეფორმები ერთ სექტორში არ არის საკმარისი, ჩვენ გვსურს რეფორმების გატარება ყველა მიმართულებით, წარმატებული რეფორმების, ფუნდამენტური რეფორმების. აქედან გამომდინარე, მთავრობის ადმინისტრაცის ენიჭება ძალიან მნიშვნელოვანი როლი რეფორმების კოორდინაციის საქმეში და შესაბამისად, კახა დაიკავებს სწორედ ხელმძღვანელის ადგილს და ის ჩემთან ერთად ამ პოზიციიდან შეძლებს, რომ კორდინაცია გაუწიოს ყუველა იმ რეფორმის დროულ დანერგვას, რომლიც არის ჩვენი მხრიდან დაანონსებული", - თქვა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ კახა კახიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე წარადგინა.

კახიშვილი აქამდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელობდა, რომელიც სამთავრობო ცვლილებების შემდეგ იუსტიციის სამინისტროს შეურთდა.

კომენტარები