დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დროებით დაიხურა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დროებით დაიხურა. სხდომაზე 51-ე სკოლის დირექტორს და მის მოადგილეს კითხავდნენ. 

კომისიის წევრმა სერგი კაპანაძემ სკოლის დირექტორს მანანა თურქაძეს კითხა დაუსვა, ჰქონდა თუ არა მას რაიმე სახის რეკომენდაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ, ინციდენტში მონაწილე მოზარდებს სკოლაში არ ევლოთ. 

"მე არ შემიძლია ღია ეთერში ვილაპარაკო ყველა საფრთხის შესახებ, რაც შეიძლებოდა სკოლაში ყოფილიყო, აქ იყო არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მშობლების მასწავლებლების მოსწავლეების მიმართ." - თქვა თურქაძემ და აღნიშნა, რომ მსგავსი რეკომენდაცია რამდენიმე მოსწავლის მიმართ ჰქონდა. 

ამის შემდეგ კომისიის თვამჯდოამრემ სერგი კაპანაძემ დააყენა ინიციატივა, რომ სხდომა დროებით დახურულიყო.

"ისეთი კითხვები შეიძლება იყოს რაზეც დახურულ რეჟიმში უკეთესად გვიპასუხოთ. კონკრეტულად ვინაობებთან დაკავშირებით მაქვს კითხვები და უფრო გახსნილად ისაუბრებთ." - თქვა სერგი კაპანაძემ.

დროებითი საგამოძებო კომისიის სხდომაზე დღეს შსს-ს წარმომადგენლებს მოუსმინეს, სხდომა 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მანანა თურქაძისა და მისი მოადგილის, თინათინ ყენიას დაკითხვით გაგრძელდა.

 

 

კომენტარები