დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა

დეტექტივების უფროსი იოსებ სიგუა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არც დღეს მივიდა

მეორე არხი

თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსის იოსებ სიგუა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არც დღეს მივიდა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ თქვა, კომისიამ სიგუასგან მიიღო ცნობა, იმის შესახებ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ არადამაკმაყოფილებელია. 

"იოსებ სიგუასგან მოგვივიდა ცნობა, რომ მისი ჯანმრთლობის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, ეს ცნობა მიღებულია ცნობად და როდესაც გამოჯანმრთელდება ჩვენ მას დავიბარებთ." - თქვა სერგი კაპანაძემ კომისიის სხდომის დაწყებისას.

დეტექტივების უფროსი იოსებ სიგუა პირველი მოსმენის შემდეგ კომისიის სხდომაზე აღარ მისულა. წინა სხდომაზე არ მისვლის მიზეზადაც შსს-მ სიგუას ჯანმრთლობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა. 

კომისიის დღევანდელ სხდომაზე თბილისის პოლიციის უფროსის შალვა ბედოიძის და თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის ირაკლი ფიფიას მოსმენა გრძელდება. 

დღევანდელ სხდომაზე ასევე უნდა დაკითხონ 51-ე სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე, ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე თინათინ ყენია და 1-ლი ექსპერიმენტალური სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე. 

კომენტარები